Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მამია ალასანიას ნარიყალაზე დაკრძალავენ
ambebi.ge
17 October 2017, 11:21
საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტია "თავისუფალი დემოკრატებიდან" აცნობეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ გმირს სამების საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

რაც შეეხება დანარჩენ 24 პირს, რომელთა ნეშტი მამია ალასანიასთან ერთად სამების ტაძარშია დასვენებული, მათ დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ.

მთავრობის მეთაურის მიერ პრეზიდენტის წინაშე, ეროვნული გმირის ორდენზე წარდგენილია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, ხოლო ვახტანგ გორგასლის I /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ხარისხის ორდენზე წარდგენილნი არიან: არშაველ შენგელია, გივი პაპუაშვილი, ალექსანდრე ფარცვანია, გენური ლიპარტელიანი, მერაბ კვინიკაძე, სერგო სილაგაძე, ვახტანგ ფარცვანია, შალვა ნადირაძე და ელგუჯა შარტავა.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. 17 ოქტომბერს, გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ, კი გმირებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი